ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბაბუა და შვილიშვილი დაიღუპნენ
ზესტაფონის რაიონში, სოფელ ვარჭევში მომხდარი ავარიის შედეგად, ქორწილის ესკორტში მყოფი ბაბუა და მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი დაიღუპნენ.
ერთმანეთს ქორწილის ესკორტის ხუთი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვლნენ ერთ-ერთ მანქანაში მსხდომნი: მცირეწლოვანი ბავშვი და მისი ბაბუა. დაშავებულია ათამდე ადამიანი. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 პუქტით, რაც გულისხმობს – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.