ქვემო ფონიჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ ქვემო ფონიჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქვემო ფონიჭალაში 40 ჰექტარზე გამხმარი ბალახი იწვოდა.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მობილიზებული იქნა 11 სახანძრო და 1 სამაშველო ეკიპაჟი. ცეცხლი გამხმარ ბალახს ეკიდა. ძლიერი ქარის გამო იყო ხანძრის ფართო ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები