თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ამოშენებული კედლის ნაწილი ჩამოინგრა
საბურთალოზე, ცინცაძის 7 ნომერში საცხოვრებელ კორპუსებს შორის ამოშენებული კედლის ნაწილი ჩამოინგრა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებულები და დაზარალებულები არ არიან.
კორპუსის მცხოვრებლები ნგრევას არაგეგმურ მშენებლობას უკავშირებენ.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები.