რიზეში ავტო-საგზაო შემთხვევის დროს ციური მიქელაძე დაიღუპა – არიან დაშავებულებიც

თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ რიზესთან მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ციური მიქელაძეა. ცხედარი სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
როგორც „კვირას“ ტრაპზონში საქართველოს გენერალური საკონსოლოს კონსულმა გიორგი ყუშიტაშვილმა განუცხადა, შემთხვევა დღეს ნაშუადღევს მოხდა.
მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ საკონსულოში რამდენიმე წუთის წინ შევიდა ინფორმაცია.
როგორც ყუშიტაშვილი განმარტავს, დაშავებულია აგრეთვე საქართველოს ორი მოქალაქე და ერთიც თურქეთის მოქალაქე.
როგორც ყუშიტაშვილი აცხადებს, დაშავებული ქართველებიდან ერთი – ახალგაზრდა მამაკაცია, მეორე კი ქალბატონი, რომლებიც რიზეში საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი.
ამ წუთებში გიორგი ყუშიტაშვილი საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად საავადმყოფოში მიემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები