ფოთში ავარიას 49 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამეგრელოში, ქალაქ ფოთის შესასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს საპირისპირო მხრიდან მოძრავი 06-ის მარკის ავტომანქანა და სატვირთო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
აღნიშნულის შედეგად 49 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, რომელიც ახალციხის მკვიდრია. გარდაცვლილი ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.