სასწრაფოდ: გლდანში კორპუსის ნაწილის აფეთქებისას მოქალაქეები სავარაუდოდ ნანგრევებში მოყვნენ

თბილისში, გლდანის მე-6 მიკრორაიონის მეორე კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შსს-ში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, აფეთქების შედეგად კორპუსის მე-2 და მე-3 სართულის მიშენება ჩამოინგრა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო, სამაშველო სამსახური და მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
“კვირას” ინფორმაციით, 2 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვინაიდან აფეთქებისას ჩამოინგრა მეორე, მესამე და მეოთხე სართულები, მიმდინარეობს მოსახლეობის ნანგრევებიდან გამოყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები