კახეთში 31 წლის ქალი, სავარაუდოდ, ნადირმა დაგლიჯა

 კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანის მიმდებარე ტერიტორიაზე 31 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. ქალბატონს ოჯახის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლობლებმა მის კვალს ტყეში მიაკვლიეს. როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, ქალი ნადირმა დაგლიჯა. ამ დროისთვის გარდაცვლილს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაში უტარდება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები