მდინარე ალაზანმა ახალგაზრდა მამაკაცი ცხენთან ერთად ჩაითრია – ცხედარი ნაპოვნია

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მდინარე ალაზანმა ახალგაზრდა მამაკაცის, ალიხან ბათირაშვილის ცხედარი გამორიყა.
გვამი მდინარის პირას ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა იპოვეს. არსებული ინფორმციით, ალაზანმა მამაკაცი ცხენთან ერთად ჩაითრია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები