თბილისში მომხდარი ავარიისას დაშავებული ახალგაზრდების მდგომარეობა მძიმეა
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც 2 ახალგაზრდა დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ისინი სასწრაფოს ბრიგადამ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში აცხადებენ, ავარიის შედეგად დაშავებული 18 წლის ბიჭის და 22 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა. განსაკუთრებით მძიმედ კი დაშავებული მამაკაცია.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც 18 წლის ბიჭი მართავდა, ხეს შეეჯახა.