ბათუმში, 15 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო
ბათუმში, 15 წლის მოზარდი ზღვაში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში თვითმკვლელობის მიზნით შევიდა. მაშველები მოზარდის გადასარჩენად ზღვაში მალევე შევიდნენ, თუმცა მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
მომხდარს შსს-ში ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.