თბილისში გაზის აფეთქების შედეგად “ყაზტრანსგაზის” თანამშრომელი დაშავდა

თბილისში, ისანი – სამგორის რაიონში, ტერენტი გრანელის ქუჩაზე გაზის ბალონის აფეთქების შედეგად 56 წლის მამაკაცი დაშავდა, – აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

„კვირას“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მამაკაცმა სხეულის ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღო.

როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, დაშავებული „ყაზტრასგაზის“ თანამშრომელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები