ყაზბეგის ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა
უხვი ნალექის გამო ყაზბეგის ორ სოფელთან – კობთან და ყანობთან წუხელ მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გზა გადაიკეტა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.
შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სამაშველო სამსახური და საპატრულო.