შემზარავი შემთხვევა – ავარიას თიანეთის გზაზე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
გლდანი – თიანეთის გზაზე, მამკოდასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.
„კვირას“ ინფორმაციით, ჯიპის მარკის ავტომობილი, რომელშიც შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. გარდაცვლილია ოთხი და დაშავებულია სამი ადამიანი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.