შენობის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები არიან

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევისას დაღუპული 4 ადამიანი ერთმანეთის ნათესავები არიან. გარდაცვლილთა შორის არის მე-10 კლასელი ახალგაზრდა, რომელიც ბიძის სანახავად შემთხვევით იყო მისული.
ამ წუთებში ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში გარდაცვლილებს ექსპერტიზა უტარდებათ. ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილთა ახლობლები და ოჯახის წევრები. ცხედრების ამოცნობის შემდეგ მათ იმერეთში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაზე გამოთვლითი მათემატიკის შენობის რამდენიმე სართული ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ერთი კი მძიმე დაზიანებებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, სადაც სამუშაოებს შპს “ტიფლის ბიზნესცენტრი” ახორციელებდა. აფაქიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები