აფაქიძის ქუჩაზე შენობის ჩამონგრევისას სამი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, აფაქიძის ქუჩაზე შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ “კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. სააგენტოს ცნობით, ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.
სპორტის სასახლის უკან, აფაქიძის ქუჩაზე შენობის რამდენიმე სართული დღეს ჩამოინგრა. გარდაცვლილია სამი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები