ბათუმში პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა – დაშავებულია ორი თანამშრომელი

ბათუმში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოჰყვა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მთავარ გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც მოქალაქე მეორეხარისხოვანი გზიდან შემოვიდა, არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს – “დაუთმე გზა” და მოახდინა შეჯახება. მათივე ინფორმაციით,საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო, მოქალაქე არ დაშავებულა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები