კუმისში ხანძარი ლიკვიდირებულია
კუმისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ სამაშველო სამსახური ადგილზე მაინც რჩება და ვეტმფრენები ხანძრის პატარ-პატარა კერებს აქრობენ.
შეგახსენებთ, რომ კუმისში ცეცხლი აგარაკებს, კერძოდ, კი კოტეჯებს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე სახლის ეზოში ნაგავს წვავდა და ვითარების გაკონტროლება ვერ შეძლო. ხანძარი იმდენად მასშტაბური იყო, რომ ცეცხლს 15 სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მაშველი ებრძოდა, ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში ცართული იყო ვეტმფრენებიც.
წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ორი ადამიანის გამოყვანა მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უვნებლად მოახერხეს.