თბილისში მსუბუქი ავტომანქანა ახალგაზრდა გოგონას დაეჯახა
თბილისში, წერეთლის გამზირზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა გოგონას დაეჯახა.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. გოგონა სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი ადგილზეა და საქმე უკვე გახსნილია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.