სოსო ცისკარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება ნამდვილად ფუჭი ოცნებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება ნამდვილად ფუჭი ოცნებაა. წლების განმავლობაში საკუთარ თავში ვერც ერთი დანაშაული ვერ ამოიცნეს“, – აცხადებს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
როგორც სოსო ცისკარიშვილმა აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალებს“ მონანიების გარეშე არაფრის შანსი არ აქვთ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ზრახვა, კვლავ ხელისუფლებაში მობრუნდნენ, მათი ფუჭი ოცნებაა.
„ოცნებას კაცი არ მოუკლავს და, შესაბამისად, მეოცნებეთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენი ქვეყანა რომელი ოცნების აღსრულებისკენ წავა. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება ნამდვილად ფუჭი ოცნებაა. წლების განმავლობაში საკუთარ თავში ვერც ერთი დანაშაული ვერ ამოიცნეს, ვერც ერთი დამნაშავე ვერ გამოამჟღავნეს და, საერთოდ, სიტყვა დანაშაული აკრძალულია ამ პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა ლექსიკონში. ყველაზე თამამი და მედგარი გამონათქვამი მათგან არის სიტყვა შეცდომა. საქართველოს მოსახლეობას სხვა დამოკიდებულება აქვს ამ ორი ტერმინის მიმართ. საბედნიეროდ, განსხვავების უნარი გაგვაჩნია. ამიტომ, ვიდრე რაიმე მონანიებას არ მოვისმენთ, ან წუხილს მაინც, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მართვისას ხდებოდა, რასაკვირველია, ფუჭი მცდელობაა, რომ მამა აბრამის ბატკნებად მოაჩვენონ თავი ამომრჩევლებს“, – აცხადებს სოსო ცისკარიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები