საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სერბეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ბერიძემ რწმუნებათა სიგელები, სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სერბეთის სასახლეში სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტსა და ელჩს შორის. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს, ბოლო პერიოდში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველო-სერბეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.