სოფელ შალაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ბიჭი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „მოპედი“, რომელსაც 16 წლის ახალგაზრდა მართავდა, ტრაქტორს შეეჯახა. შედეგად „მოპედის“ მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები