ბაჩუკი ჟორდანია და ლევან გვარჯალაძე მცხეთასთან მომხდარ ავარიას ემსხვერპლნენ

წუხელ მცხეთასთან მომხდარ ავარიას „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ჟორდანია და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ლევან გვარჯალაძე ემსხვერპლნენ.
როგორც “კვირას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს” დამფუძნებელმა, ბაჩო ჟორდანიას მეგობარმა ლალი მოროშკინამ განუცხადა, ბაჩო ჟორდანია და ლევან გვარჯალაძე საგურამოდან თბილისის მიმართულებით მოემგზავრებოდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მოროშკინა ამბობს, რომ ბაჩუკი ჟორდანია ქართულ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაბმას აპირებდა.
“შოკირებული ვარ, რამდენიმე დღის წინ ვნახე ბაჩუკი, დიდი გეგმები ჰქონდა, პარტიის გაძლიერებას და ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებდა. მითხრა, რომ ცოტა ხანში აშშ-ში უნდა წასულიყო საქმიანი ვიზიტით, უამრავი გეგმა ჰქონდა“, -აღნიშნა “კვირასთან“ ლალი მოროშკინამ.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო. (მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები