სასტიკად მაწამეს და დამაინვალიდეს – რას ყვება „კანონიერი ქურდი“ გია კუტაისსკი ყოფილი ხელისუფლების ქმედებების შესახებ

გაზეთი “კვირის ქრონიკა“ “კანონიერ ქურდ“ გაიოზ ზვიადაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. ზვიადაძე თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლება მას ფიზიკურად უსწორდებოდა.
52 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი გაიოზ (გია) ზვიადაძე,იგივე გია კუტაისსკი რუსეთის ფედერაციაში ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ, საქართველოში 2011 წლის 16 მარტს ჩამოიყვანეს.მანამდე ქართულმა სასამართლომ მას ქურდული სამყაროს წევრობისა და იარაღის უკანონო შენახვის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. 2011 წელსვე, ექსტრადირებულ გაიოზ ზვიადაძეს სასამართლომ 7-წლიანი მუხლი დაუმატა და საბოლოოდ, თავისუფლება 17 წლით აღუკვეთა. გია ზვიადაძე თავს უკანონო პატიმარს უწოდებს.
გაზეთმა “კვირის ქრონიკამ“ მასთან ინტერვიუ ადვოკატის დახმარებით ჩაწერა.
“2016 წლის 16 მარტს ჩამომიყვანეს საქართველოში. იმავე დღეს სასტიკად მაწამეს და დამაინვალიდეს. საერთოდ, წესია ასეთი,ომის დროს ან ომის შემდეგ, ტყვეების გაცვლა-გამოცვლა ხდება და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. შეიძლება გახსოვთ “რუსთავი 2“-ზე სიუჟეტები, რომელშიც აცხადებდნენ, რომ თურმე მოსკოვის მთელი რესტორნების ქსელს მე ვაკონტროლებდი, ასევე, ნავთობის ბიზნესშიც სერიოზული წილი მქონია და სხვა ჭორები. არავისთვის უცხო არ არის, რა დაინტერესებაც ჰქონდათ ყველას მიმართ – ბიზნესისა და უძრავ-მოძრავი ქონების წართმევა და დაკვეთილი ტექსტების წაკითხვა კამერების წინ, „დესეტრად“ კი აუცილებლად მოგართმევდნენ ანგარიშის ნომერს მიწერილი ციფრით, თუ სად რამდენი უნდა გადაგერიცხა. მერე კი ვის ჩამოხრჩობას უსჯიდნენ, ვის სიკვდილს. ამით ამაყობდნენ და აჩვენებდნენ, აი, რა მაგრები ვართ მძლეთა-მძლეები, სამართლიანები და პრინციპულებიო. ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა, აბსურდზე უარესია, პირდაპირ კავშირშია ჩემს უკანონო პატიმრეობასთან“, – აცხადებს გაიოზ ზვიადაძე.

წყარო: „კვირის ქრონიკა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები