“სილქნეტის” წყალტუბოს სერვისცენტრის დირექტორს დენმა დაარტყა

წყალტუბოს რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. “სილქნეტის” წყალტუბოს სერვისცენტრის დირექტორი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაიცვალა. აღნიშნული შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით ბოძზე ავიდა, მას დენმა დაარტყა და ადგილზევე გარდაიცვალა.
„კვირა“ კომპანია „სილქნეტს“ დაუკავშირდა თუმცა ამ ეტაპზე ისინი კომენტარს არ აკეთებენ.
მათივე თქმით, კომპანია გარდაცვლილის ოჯახს ფინანსურად დაეხმარება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის უსაფრთხოების დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები