ვახუშტის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თბილისში, ვახუშტის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. “კვირას“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. (276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა 1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).