კოსტავას ქუჩაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თავდაპირველად, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მძღოლი დაშავდა, რომელიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ამავე მონაკვეთზე, მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალბატონს შეეჯახა. როგორც “კვირას” სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ქალბატონი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.