ქედაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

ქედის რაიონში, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის დოლოგანის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი მარკის ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. აღნიშნულის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები