ბათუმში მეათე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა

ბათუმში მრავალსართულიანი ბინის ე.წ “ვოქსის” მეათე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, სამი წლის გოგონა მშობლებთან ერთად სტუმრად ნათესავთან იმყოფებოდა და აბაზანის ფანჯრიდან გადმოვარდა. ბინის პირველ სართულზე მდებარე სასურსათო მაღაზიის კონსულტანტების თქმით, ხმაური შემოესმათ რის შემდეგაც გარეთ გასულებმა მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი იპოვეს. სამი წლის გოგონა ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

წყარო: ტელეკომპანია“აჭარა“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები