ბორჯომში სატვირთო მანქანა ამობრუნდა და 52 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა
ბორჯომში ე.წ. გომნის მთაზე უბედური შემთხვევა მოხდა. ხე-ტყით დატვირთული „ზილ“-ის მარკის სატვირთო მანქანა მთიდან ბრუნდებოდა და ამობრუნდა. მანქანამ 52 წლის მამაკაცი ქვეშ მოიყოლა და ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის სატვირთო მანქანიდან ამოყვანას დაახლოებით 40 წუთი დასჭირდა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.