ზურაბ აბაშიძე: რუსეთმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განხრით დახმარება შემოგვთავაზა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის დროს მას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი დაუკავშირდა და დახმარების სურვილი გამოთქვა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, კონკრეტულად რა ტიპის დახმარებას სთავაზობდა მოსკოვი თბილისს, კარასინს არ განუმარტავს.
“მართლაც, დამირეკა, მითხრა, რომ მიიღეს თბილისში არსებული ინფორმაცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განხრით შემოგვთავაზეს დახმარება. თუკი ასეთი დახმარების საჭიროება იქნებოდა, ისინი მზად იყვნენ, რომ აღმოეჩინათ. თუმცა ვუთხარით, რომ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. ამით დასრულდა საუბარი და მას რაიმე გაგრძელება არ მოჰყოლია. დახმარების ტიპი არ დაკონკრეტებულა. ითქვა, რომ თუ რაიმე სახის დახმარება გვჭირდებოდა, აღნიშნული სამსახურის მეშვეობით ისინი მზად იყვნენ, განეხილათ ეს საკითხი”, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები