აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებში გაიმართება. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი, რუსეთიდან კი ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ შეხვედრა ჟენევაში გაიმართება და მის ფარგლებში შესაძლოა, აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზეც იმსჯელონ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები