თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს აგვისტოში შეხვდება

აგვისტოში თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ეშტონ კარტერს შეხვდება.

როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დაგეგმილი ვიზიტის დეტალები თავდაცვის მინისტრმა ბათუმში, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან შეხვედრისას განიხილა.

„აგვისტოში დაგეგმილია ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და, შესაბამისად, ჩემს კოლეგასთან შეხვედრა. მნიშვნელოვანია, ვიზიტამდე ყველა ის საკითხი გავიაროთ, რაც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში აქტუალურია. მათ შორის, არა მხოლოდ ვარშავის სამიტის ან სამხედრო თანამშრომლობის კონტექსტში, არამედ ავღანეთის მისიის დროს დაჭრილ ჯარისკაცებთან და დაღუპული სამხედროების ოჯახებთან მიმართებაში ის კონკრეტული ქმედებები და ღონისძიებები, რომელიც შეიძლება დაიგეგემოს და განხორციელდეს ამერიკულ მხარესთან ერთად. ტრადიციულად, ეს თანამშრომლობა მრავალ მიმართულებას მოიცავს და ეს შეხვედრაც მორიგი წარმატების საწინდარი იქნება“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები