რა იქნება მოქმედი ზოოპარკის ადგილას და რის გაკეთებას სთავაზობს საზოგადოება ხელისუფლებას მოქმედი ზოოპარკის ტერიტორიაზე

ზოოპარკი თბილისის ზღვაზე გადავა, ძველი ზოოპარკის ადგილზე კი პარკი იქნება, სადაც ცხოველების სკულპტურები დაიდგმება,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ ისაუბრა.

ამასთან, სამუშიას განცხადებით, ხელისუფლება გარდაცვლილი მოქალაქეების სახელზე სკვერის გაშენებას ფიქრობს. ზოოპარკის გარდაცვლილი მომვლელის სახელზე კი ზოოპარკში მისი სახელობის სივრცე გაკეთდება.

„ზოოპარკი თბილისის ზღვაზე გადადის. ამისთვის უკვე კონკრეტული ადგილია გამოყოფილი. 2 მაკეტი არსებობს. თვითონ იმ ადგილის მიმართ, სადაც ამჟამად ზოოპარკია, ბევრი მოსაზრება გაჟღერდა. ერთ-ერთი ასეთი მოსაზრება სოციალური ქსელის მეშვეობით წამოვიდა მოქალაქეებისგან. ეს უნდა იყოს აუცილებლად საჯარო სივრცე, ამას ალტერნატივა არა აქვს. თბილისელების მოსაზრებით, ამ ადგილზე უნდა იყოს პარკი და სიმბოლურად იმის მოსაგონრად, რომ ამ ადგილზე ადრე ზოოპარკი იყო, აიგოს ცხოველების სკულპტურები და დაიდგას პარკის ტერიტორიაზე, რომ ზოოპარკთან ერთად ეს ტრაგედიაც ახსოვდეთ. ახალ გზასთან, რომლის რეაბილიტაციაც მოხდება, იმ ადამიანების სახელზე, რომლებიც სტიქიის დროს დაიღუპნენ, პატარა სკვერი გაკეთდება. ასევე აუცილებლად მიმაჩნია, ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე გამოიყოს ერთი სივრცე, რომელსაც ზოოპარკის გარდაცვლილი მომვლელის გულიკო კონცელიძის სახელი დაერქმევა. ეს იყო ქალბატონი, რომელმაც პროფესიული თავდადებისა და გმირობის მაგალითი აჩვენა“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები