მარიამ ქუთელიას ცხედარი მისმა დამ ამოიცნო

მარიამ ქუთელია, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს დაიკარგა, გარდაცვლილია.
პროზექტურაში გადასვენებული ცხედარი ქუთელიას დამ ამოიცნო. მარიამ ქუთელია მეგობარ გოგონასთან, ივლიტა ჯიბუტთან და მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ისინი მოვარდნილმა მდინარე ვერემ გაიტაცა.
ივლიტა ჯიბუტის მეუღლე დიდხანს ცდილობდა გოგონების გამოყვანას, თუმცა საბოლოოდ ვერ შეძლო მათი გამოყვანა და გოგონები წყალმა გაიტაცა. მაშველებმა მარიამ ჯიბუტის მეუღლის გადარჩენა შეძლეს, გოგონას ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები