ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მეგობარი და მეზობელი ქვეყნებისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მეგობარი და მეზობელი ქვეყნებისგან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. როგორც პრემიერმა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, მას დღეს დილით რამდენიმე ქვეყნის პრემიერ –მინისტრმა დაურეკა და დახმარება აღუთქვა.

„დამირეკა ლატვიის პრემიერ მინისტრმა, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საფრანგეთის. ყველა არის მობილიზებული. ვაპირებთ, რომ დონორ ორგანიზაციებთან გავმართოთ შეხვედრები. ჩვენ შევძლებთ საკმარისი თანხის კონსოლიდირებას ბიუჯეტში იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს. მინდა, დავამშვიდო ყველა და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს პრობლემები არის მოგვარებადი. მთავარი არის ის, რომ დაკარგულ სიცოცოხლეს ვეღარ დავუბრინებთ… სხვა დანარჩენზე არ უნდა ვინერვიულოთ“,–განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები