თამარ ბერუჩაშვილი ამერიკელ სენატორს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ვროცლავის გლობალურ ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში ამერიკელ სენატორთან, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთან ჯინ შაჰინთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ამერიკისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე საქარველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე, მათ შორის განიხილეს ნატოს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები.
ამერიკელმა სენატორმა კიდევე ერთხელ დადასტურა შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
კონფერენციის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ჯონ ჰერბტს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოა და არსებულ გამოწვევებზე.
ვროცლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოველ და პოლონელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა. გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მთავარი ფოკუსი წელს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალია.