სამგორის რაიონში მე-4 სართულიდან ასაკოვანი ქალი გადახტა
თბილისში, სამგორის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. ასაკოვანი ქალი მე-4 სართულიდან გადახტა. აღნიშნული შემთხვევა რამდენი ხნის წინ მოხდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.