პრემიერი: საუდის არაბეთის პრინცი, საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას იწყებს
საუდის არაბეთის პრინცი, საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას იწყებს, – ამ მიზნით, სპეციალურ დელეგაციას თბილისში, ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდი უახლოეს მომავალში გამოაგზავნის. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მსოფლიოში ცნობილი და გამორჩეული ბიზნესმენის, საუდის არაბეთის პრინცის სტუმრობა საქართველოში, ნდობის კიდევ ერთ დადასტურებად შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიზიტი საკმაოდ ძლიერ გზავნილს შეიცავდა. „პრინცი აპირებს, უახლოეს მომავალში გამოაგზავნოს დელეგაცია, რომელიც საქართველოში ინვესტიციების ჩასადებად კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას დაიწყებს. ეს არის ძალიან ძლიერი და პოზიტიური გზავნილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.