ირაკლი ქადაგიშვილი: ფაშიზმია, რაც გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ხდება, მან დიდი შრომა გასწია, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები ჩატარებულიყო

ფაშიზმია, რაც გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ხდება, მან დიდი შრომა გასწია, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები ჩატარებულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი ცესკოს თავმჯდომარის, სახლთან გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„რა თქმა უნდა, ფაშიზმია, რაც გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ხდება. პირველი შემთხვევაა? – თამარ ჟვანია ისეთ ბულინგში მოაქციეს, ადამიანს ლამის ცხოვრება გაუნადგურეს. რატომ და რის გამო? – აღმოჩნდა, რომ ჟვანია თავისი საქმის კარგი სპეციალისტი იყო, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე, რომელიც დღეს საერთაშორისო ორგანიზაციაში დააწინაურეს, რადგან ნამდვილად მაღალი დონის პროფესიონალი იყო, მაგრამ მაშინ ფეიკკამპანია მიმდინარეობდა და არავინ დაინდეს. ახლაც ზუსტად ასე იქცევიან, მაგრამ იციან, რომ მფარველები ჰყავთ და მათ იმედად არიან. გიორგი კალანდარიშვილმა დიდი შრომა გასწია, რომ საქართველოში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები ჩატარებულიყო. ორ მილიონზე მეტი ადამიანი არჩევნებზე მივიდა და რაიმე საყვედური არჩევნების მიმდინარეობაზე არ გამოუთქვამს“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები