სანდრო ბრეგაძე: ვინ ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებულობაზე, სააკაშვილი?
„კარგად მახსოვს, რომ შევარდნაძის მიერ პარლამენტში მოყვანილ სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს ბევრი რეცხვისგან დამოკლებული შარვლები და გაცრეცილი ფეხსაცმელები ეცვათ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი არაოფიციალური მილიონერები გახდნენ!“ – აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
სანდრო ბრეგაძე ამავე ინტერვიუში ექსპრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება. მინისტრის მოადგილე აღშფოთებას ვერ მალავს იმ ფატით, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვლს კორუმპირებული უწოდა. რესპონდენტი „ასავალ-დასავალის“ დახმარებით საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.
„მინდა მივმართო საერთშორისო საზოგადოებას – რამდენად ნორმალურია, როცა ოდესის გუბერნატორი საქართველოს ხელისუფლებას დამხობით ემუქრება?! ანდა რამდენად ნორმალური იქნება, რომ გამოვიდეს იმერეთის გუბერნატორი და უკრაინის ხელისუფლებას დამხობით დაემუქროს?! საერთოდ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ინტერვიუ -ეს იყო უსინდისობისა და ზნედაცემულობის ნიმუში! ეს იყო საქართველოსადმი აშკარად მტრულად განწყობილი ადამიანის შავბნელი ზრახვების საჯაროდ ტირაჟირება! გარდა ამისა, სააკაშვილმა ურცხვად დასწამა ცილი ბიძინა ივანიშვილს! ვინ ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებულობაზე, სააკაშვილი? მე მაინც არ მახსოვდეს და ჩემი თვალით არ მქონდეს ნანახი, რა მდგომარეობაში მოვიდნენ ის და მისი თანაგუნდელები პოლიტიკაში. მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი, კარგად მახსოვს, რომ შევარდნაძის მიერ პარლამენტში მოყვანილ სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ადეიშვილს ბევრი რეცხვისგან დამოკლებული შარვლები და გაცრეცილი ფეხსაცმელები ეცვათ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი არაოფიციალური მილიონერები გახდნენ!
დააკვირდით, როგორ სასახლებში ცხოვრობენ დღეს მათი ოჯახის წევრები, რა ავტომობილებით გადაადგილდებიან და რა წილს ფლობენ ყველა მსხვილ ბიზნესში. კორუფციის ყველაზე ნათელი მაგალითია კეზერაშვილი, რომელიც ქუჩის ნარკომანი იყო…
დიახ, კეზერაშვილი იყო ქუჩის ნარკომანი, ე.წ. წვრილი ბარიგა, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვით შოულობდა ფულს, მაგრამ იგი დღეს არის ოფიციალური მილიონერი. როგორ ფიქრობთ, კეზერაშვილს მემკვიდრეობით ერგო ათეულობით მილიონი თუ ბილ გეითსია და ახალი „ვინდოუსი“ გამოიგონა? რა თქმა უნდა, მან ეს მილიონები ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ქართველი ხალხის ძარცვა-გლეჯით იშოვა! და დღეს ამ ყველაფრის ფონზე სააკაშვილს ჰყოფნის უტიფრობა, რომ გამოვიდეს და ბიძინა ივანიშვილს კორუმპირებულობა დააბრალოს!“- აცხადებს სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.