ოზურგეთში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ოზურგეთში ხანძრის შედეგად ალიოშა კვაჭაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა სოფელ ჯუმათში მოხდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, მეხანძრეები ადგილზე დროულად გავიდნენ, თუმცა ხანძრის კერა იმდენად ძლიერი იყო, რომ სახლი სრულად დაიწვა. მისი თქმით, ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „სამწუხარო ფაქტი მოხდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა შესაძლებლობის ფარგლებში დაზარალებულებს დროულად დაეხმარება“, – განაცხადა ჭანუყვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები