გურჯაანში მე-12 კლასის მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ
გურჯაანში მე-12 კლასის მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ. მსუბუქი მარკის ავტომობილი სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე მსუბუქად დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.