ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ლაგოდეხის რაიონის, სოფელ თამარიანში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის შალვა გ – შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით, თამარიანში ბავშვის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მოხდა.
როგორც “კვირას“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ქვეითად მოსიარულე მოზარდს “მერსედესის” მარკის ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.