თბილისში 5 წლის ბავშვს მეტროს ესკალატორში ფეხი ჩაყვა
მეტროსადგურ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, 4-5 წლის ბავშვს ესკალატორში ფეხი დაუზიანდა, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, შემთხვევა დღეს ნაშუადღევს, მეტროპოლიტენ „პოლიტექნიკური უნივერსიტეტის“ ამოსასვლელთან, „ბუკიას ბაღის“ მხარეს მოხდა.
მათივე თქმით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოცხადდა. დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.