“ნაციონალების” პარტიიდან წასვლის გამო მიშა კედლებზე გადის, დამაწყნარებლებს ასმევენ”
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის დარჩენილ წევრებს დეპუტატების წასვლის გამო მწვავე რეაქცია ჰქონდათ, – ამის შესახებ გაზეთი “ალია” წერს. როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული მიზეზის გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ამბის გაგების შემდეგ დამამშვიდებლებს სვამს.
„რა რეაქცია ჰქონდათ „ნაცმოძრაობის” წევრებს? ისინი განსაკუთრებით პავლე კუბლაშვილს აგინებდნენ. რადენიმე დეპუტატისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ პარტია მინუს ოთხი დეპუტატის გარეშე დარჩებოდა.
რა თქმა უნდა, ძალიან დაძაბული სიტუაციაა, მიშა კედლებზე გადის, დამაწყნარებლებს ასმევენ. ის, რაც ამდენი წლის განმავლობაში არ მომხდარა, ფაქტის წინაშე დადგა – პარტია ხელიდან ეცლება”, – წერს გაზეთი.