პრემიერი: საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა

საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი თსუ-ში პირველ დიასპორულ ფორუმს ესწრება.
როგორც პრემიერმა განაცხადა, “საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა”.
მისივე თქმით, ოფიციალური მონაცემებით, მილიონზე მეტია საზღვრებს იქით გასული, თუმცა რეალურად ეს შეიძლება იყოს მილიონნახევარი ან ორი მილიონი.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ბოლო 25 წლის განმავლობაში დატრიალებულმა მოვლენებმა განაპირობა ბევრი ოჯახის გასვლა საზღვარგარეთ და მათი დიდი ნაწილი არ დაბრუნებულა საქართველოში. ვეძებთ იმ მთავარ მოტივაციას, რამაც უნდა განაპირობოს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნება ქვეყანაში. ვეძებთ იდეას, რაც იქნება მათთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რაც გადააწყვეტინებს მათ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ასეულობით და ათასეულობით წარმატებული ქართველია მთელ მსოფლიოში მიმოფანტული. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. “სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით მათზე ვინც საზღვარგარეთ არის წასული”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები