ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველი ჯარისკაცი ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის შეუპოვრობის, სიმამაცის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა

მეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცი ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის შეუპოვრობის, სიმამაცის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორვ მან ჯარისკაცებისადმი მიმართვისას განაცხადა, სჯერა, რომ ისინი ღირსეულად ატარებენ ჯარისკაცის საპატიო სახელს და პირნათლად მოიხდიან ვალს სამშობლოს წინაშე.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის გმირებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ყველას უნდა ახსოვდეს, თუ რის ფასად მოიპოვა ქვეყანამ დამოუკიდებლობა.
„ყველას გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე მინდა, განსაკუთრებულად მიულოცო ჩვენს წვევამდელებს. სიმბოლურია, რომ თქვენ დღეს გახდით საქართველოს ჯარისკაცები. ეს დიდი და საამაყო სახელია. დღეს თქვენ ფიცით განამტკიცეთ საკუთარი მზადყოფნა, რომ ერთგულად და პატიოსნად ემსახუროთ ჩვენს სამშობოლოს. ყველას უნდა გვახსოვდეს, თუ რის ფასად ვდგავართ აქ, რის ფასად მოიპოვა ჩვცენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსათვის. სწორედ მათი თავდადების შედეგია, რომ დღეს თქვენ ამაყად შეგიძლიათ თქვათ: „ვემსახურები საქართველოს“. ჩვენ – ყველა ვემსახურებით საქართველოს. ეს ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი ვალის აღსრულება. მე მჯერა, რომ თქვენ ღირსეულად ატარებთ ჯარისკაცის საპატიო სახელს, პირნათლად მოიხდით ვალს ჩვენი ქვეყნის სამშობლოს წინაშე და ის პატრიოტული სულისკვეთება, რომლითაც იწყებთ სამსახურს, შეგმატებთ ძალას, რომ ბოლომდე ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს.
ჩემთვის დიდი პატივია, 26 მაისი მივულოცო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, განსაკუთებით ქვეყნის შენაერთებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს, უცხო მიწაზე თავდადებით და ერთგულად ემსახურებიან მშვიდობის განმტკიცებას მსოფლიოში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საქართველოს სახელმწიფროებიობას, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ჩვენი და ჩვენი შვილების, მომავალი თაობის უსაფრთხოებას, მათ ბედნიერ მომავალს.
მე მეამაყება, რომ ქართველი ჯარისკაცი ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის შეუპოვრობის, სიმამაცის და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იქცა. დღეს არ შემიძლია კიდევ ერთხელ განსაკუთრებული პატივით და მოწიწებით არ გავიხსენო ჩვენი გმირები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჩვენი გმირი ჯარისკაცები. მე პატივს მივაგებ მათ ხსოვნას და ქედს ვიხრი მათი უკვდავი სახელების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები