გია ვოლსკი არ გამორიცხავს, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები “თავისუფალ დემოკრატებთან” გაწევრიანდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობიდან” პარტიის ოთხი წევრის დატოვების საკითხს ეხმაურება. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები “თავისუფალ დემოკრატებთან” გაწევრიანდნენ. “არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ ეტაპზე მსგავსი ინფორმაცია არ არსებობს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ ის ყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან თანამშრომლობას გამორიცხავს.

“ნაციონალური მოძრაობის” თემა ჩემთვის სხვა კატეგორიით ფასდება და არა იმით, რამდენმა კაცმა და ვინ დატოვა ეს მოძრაობა. ვფიქრობ, ცოტა მეტი გვეცოდინება ხვალ, განცხადების გაკეთების შემდეგ. მე ვუშვებ, რომ ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი პოლიტიკური ცხოვრება არ უნდა იყოს დაკავშირებული იმ წარსულთან, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა, შესაძლოა, გაუჩნდეთ ესეთი დატოვების და ცალკე ორგანიზაციის მოწყობის სურვილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები