„ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი მონაპოვარია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ“

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გომელაურის განცხადებით, ყველამ უნდა იზრუნოს სამშობლოს გაძლიერებისთვის.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ! ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესი მონაპოვარია, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ, რათა მომავალ თაობებს თავისუფალი, დემოკრატიული და გამთლიანებული სახელმწიფო დავუტოვოთ! ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს გაძლიერებისთვის!“,- აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები