სოსო ჯაჭვლიანი 2011 წლის 26 მაისის აქციის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს ბოდიშს უხდის

„პირადად მე, სოსო ჯაჭვლიანი, როგორც ერთი კაცი და დეპუტატი, ბოდიშს ვუხდი 2011 წლის 26 მაისს დაღუპული ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ოჯახებს იმის გამო, რომ მათ სამართალი დღემდე ვერ ნახეს“, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე საუბრისას.
როგორც დეპუტატი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, 26 მაისის აქციაზე დაღუპული ოჯხებისთვის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი. მისი თქმით, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა სამართალი დღემდე ვერ იპოვეს. „სად არიან დანარჩენი დამნაშავეები? ის ხალხი, ვინც 26 მაისს გამეტებით მირტყამდა, ალბათ, დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობს! შესაძლოა, ხანდახან მხვდებიან კიდეც და პირში მიცინიან, გულში კი ფიქრობენ, ერთი სოსოს დედაცო! რატომ არ უნდა ისხდნენ დღეს ციხეში ის მანქურთები, რომლებმაც 26 მაისს ნიკა კვინტრაძესა და სულიკო ასათიანს ცემაში ამოხადეს სული, მერე კი მათი ცხედრები მაღაზიის სახურავზე შემოდეს?! წარმომიდგენია, კვინტრაძისა და ასათიანის ოჯახები 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, როგორ ელოდებოდნენ სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას! მე თუ მკითხავთ, 26 მაისს დაზარალებულებთან, მით უმეტეს, დაღუპულების ოჯახებთან, ჩვენს ხელისუფლებას ბოდიში აქვს მოსახდელი! პირადად მე, სოსო ჯაჭვლიანი, როგორც ერთი კაცი და დეპუტატი, ბოდიშს ვუხდი 2011 წლის 26 მაისს დაღუპული ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ოჯახებს იმის გამო, რომ მათ სამართალი დღემდე ვერ ნახეს და ამ ორი ვაჟკაცის მკვლელები კვლავ დაუსჯელნი არიან!” – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები